saqarTvelos qedebi - neboZiris qedi
ქედი მესხეთის ქედის განშტოება, მდინარეების ბჟუჟისა და კინტრიშის ზემოთების წყალგამყოფი. სიმაღლე ზღვის დონიდან 2364 მ. აგებულია შუაეოცენური ტუფებით, ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებით, არგილიტებით, ანდეზიტური განფენით. კალთები დამრეცია, შემოსილია უმთავრესად წიფლნარით. თხემზე სუბალპური მდელოებია.